Friday, April 9, 2010


პრაღა

აქ ისე ვიწრო ქუჩებია,
სულ ადვილია
ერთი ფანჯრიდან მეორისკენ ხელის გაწვდენა.
ქვაფნილია დაგებული,
ისეთი მწყობრი,
და თან სამწყებად.
ფეხისწვერებზე მიუყვები ქუჩას და მერე
სადმე მოხუცი ჩეხი მედუქნის
ლუდსაც გასინჯავ.
მერე
ირევა რატუშაზე ძველი საათი
მერე მარტო ხარ ,
ისე მარტო,
ფიქრობ,
არავინ შემორჩენია ამ ძველ ქალაქს
თითქოს სრულებით.
და ეძებ მტრედებს
იქვე ხიდთან ,
ფიქრობ:რომელი უფრო ახლოა,
ვლტავა თუ მტკვარი?
ხვდები, რომ გინდა ენატრებოდე მძინარე ქალაქს,
რომელიც თვითონ მიატოვე
და მერე კარი
მოგონებებსაც ხელაღებით მიუჯახუნე.
დილით კი ისევ
ხელში ყავის ჭიქით დადიხარ
და მშვიდი სახით
ტკეპნი ქვაფენილს
და ეს ქუჩებიც ისე ვიწროა,
როგორც შორეთში დარჩენილი შენი ოთახი,
რომელშიც დედამ უშენობა გამოიგლოვა.
და ისევ ეძებ კარლის ბაღში
ძილის წინ მტრედებს
და ისევ ფიქრობ ,
აქ ისე ახლო დგანან სახლები
სულ ადვილია
ერთ ფანჯრიდან მეორისკენ ხელის გაწვდენა.

Thursday, March 4, 2010

წითელი.დედა.სოხუმი.


თავიდან რა იყო აღარც კი მახსოვს.
ზღვასაც ისე იშვითად გავხედავდი,
რომ არსებობდა სულ არ მახსოვდა.
ვიჯექი ჩემთვის, ფეიხოას ხეებთან ახლოს
და მწიფე ნაყოფს, სევდიანი თვალებით ვჭამდი.
დედა ამბობდა, რომ ფორთოხლებს სულ სხვა ფერი აქვთ
და ჩვენი აფხაზი მეზობელიც ,
რომელმაც მერე, გვამებით სავსე მანქანებით გამოგვაპარა,
-უდასტურებდა.
გზადაგზა კი დაცხრილული ალვის ხეები მიგვაცილებდნენ.
რა ტკივილი უნდა მეგრძნო,
როცა აქამდე არ ვიცოდი როგორი იყო?..
სხვის ქალაქში კი, როცა დედა იხსენებს ხოლმე,
რომ ფორთოხლებს სულ სხვა ფერი აქვთ,
მე ოთახიდან გავდივარ.
და ვცდილობ წარმოვიდგინო ქუჩა,
წითელ სახურავიანი სახლები,
ჩვენი აფხაზი მეზობელი,
რომელიც მერე ჩვენს სახლში გადასახლდა,
შვილებთან ერთად.
ძალიან ვცდილობ,
მაგრამ ვეღარაფერს ვეღარ ვიხსენებ.

Thursday, October 29, 2009

გამარჯობა ჩემო მეგობარო

მოკლედ,გადავწყვიტე აქ თავი მოვუყვარო იმ წერილებს რომლებსაც ვწერდი აგვისტოდან დღემდე. და რომლის ადრესატი იყო ადამიანი ,კარგი ადამიანი და კარგი მეგობარი.
ამიტომაც უბრალოდ ასე ვუწოდე

გამარჯობა ჩემო მეგობარო

მაქვს რამდენიმე კარგი ამბავიროგორც იქნა გადავწყვიტე რომუნდა წავიდე ჯუთაში დაალბათ ავიხდენ ამ ოცნებასმარგო ყველანაირად მიდგას მხარშისაძილე, ჩანთა. ბათინკი დაუზომოდ დიდ მხარდაჭერა მაქვს ამ ადამიანისგანასე მგონია რაც არ უნდა გადავწყვიტო მარგო სულ მხარს დამიჭერსიცის როგორიც ვარ. მიცნობს ბევრი სხვიგან განსახვევბითდაჩემი სულის მიხვეულ მოხვეულ ბილიკებზეც იცისროგორ გაიაროს ისე რომ არაფერი მაწყენინოსმოკლედ მარგო ჯიგარია.წუხელ მთელი ღამე ვფიქრობდირომ უნდა დასრულდეს რაღაცეები. რომ გრძობები არ არის თავმოსახვევიდა სულაც არ აქვს ყველაფრის უფლებაშეყვრებულ ადამიანს,არადა ადრე სხვანაირად მარწმუნებდნენ.გადავწყვიტე ასეც მოვიქცე.რაც შეეხება იმ სიტორიასრომელიც შენ მომიყევი :ყოველთვის ვიძახდი რომ კაცობამარტო შარვლის ტარება არააეს მოთმინება და პასუხისმგებლობააპირველ ყოვლისა.ის კი არაკაცია დაადრე თუ გვიან გადაეხდება.დილით ხუთ საათზე უკვე ვუყუებდი მზესმერე კი ვიჯექი პატარა მთის წვერზე და ვაანალიზებდი ყველაფერს.ჩემო მეგობარო. დილით დამხვდა შენი მოწერილირომ დროა თვითმკვლელობაზე იფიქრო-იცოდე ვისაც სიკვდილი უნდა ის არ ფიქრობსის მოქმედებს.და შენ არ გინდა სიკვდილი საერთოდ.უბრალოდ გამოსავლს ვერ პოულობ.ჯობია კარგად ეძებო და იპოვი.იმიტომ რომ ის ახლოსაა.ყველას აქვს მძიმე პერდიოდებიროცა ვინმეს ჭირდება დაეყრდნოსშენ კარგი მეგობრები გყავს გვერდით დაგქონდეს მათი იმედი.დანარჩენს მოგწერ მოგვიანებითახალი ჩამოსული და დაღლილი ვარ.გახსვოდეს რომსიკვდილი არაფრიდან არაფრის დაწყებაა დაგირჩევ წამოხვიდე ჯუთაში.

Thursday, October 1, 2009

აბა როგორ გითხრა
კვირაში შვიდია.თვეში ოცდარვა
წელიწადში კი 336.
ჩვეულებრივი დღეებია.
ზოგი იმდენად ჩვეულებრივი
რომ ვეღარც იხსენება
ეს დღე დღეს იყო თუ გუშინ,
ან თუნდაც ერთი კვირის წინ.
მაგრამ ისეთი დღეებიც არსებობენ
შენ მეხსიერებას ანაბეჭდივით რომ ეტყობიან.
აი,მაგალითად
ის დღე ჩემმა ძმამ დანა რომ მაჩუქა
უბრალო დანა იყო წითელტარიანი
სწორედ იმ დღეს როცა
მოკვდა კიდეც .
მაშინ პატარა ვიყავი
და პირველად იმ დღეს
შემძულდა სახლში ბევრი ხალხი და ყვავილები.
შენ კი გიკვრის
მარტო რომ ვცხოვრობ და არავინ მსტურობს.
და მგონია რომ მასთან ერთად
ძმაც ხელმეორედ დავკარგე.
სხვები უფრო ჩველებრივი დღეებიც მახსოვს
სიგარეტის და არყის გემო ქონდა
იმ დღეს,
პირველად რომ დავწექი ქალთან
თუმცა ამაზე სხვა
დროს, სხვა დღეს მოგიყვები.
ყველაზე მართალი დღე
ალბათ მაშინ დადგება ჩვენთვის
როცა მიწას მოგვაყრიან,თუმცა სამწუხაროა
რომ ჩვენ ამას ვერ დავინახავთ..
მანამდე კი,
ჩვეულებრივი დღეებია
კვირაში შვიდი..


პ.ს 8 თვიანი ვარ

Sunday, September 27, 2009

გავაღე კარი.
გაშეშებულ ოთახის ჰაერს
და მტვერდადებულ
ანტიკვარულ, გადაღლილ ავეჯს
გაღიმებული ვუყურებ,
ვფიქრობ,
რომ ეს ნივთები
ჩემს სულშიაც ისე შეგუბდა
და დრო, რომელიც ამ ოთახში ასე ჩავკეტე,
ღრიჭოებიდან თურმე ვეღარ გამოეტია,
ვერც ძველ საკეტებს
გამოექცა
და ახლა ჩემთან
ზის იმ ოთახში,
სადაც ადრე გიწერდი ლექსებს,
სულში მიყურებს,
ჩემში ეძებს იმ პატარა ბავშვს,
სიბნელეს რომ ასე უფრთხოდა,
ზოგჯერ უცხოსთან
ლაპარაკი რომ არ შეეძლო
და ქუხილისას შუშაბანდებს რომ გაურბოდა...
მიყურებს. ვერ მცნობს,
მე ხომ ახლა სხვა თვალები მაქვს
და დილაობით გაღვიძება უფრო მაშინებს,
ვიდრე სიბნელე დაძინებისას,
უკვე მამშვიდებს ის ქუხილიც-
უკვე დიდი ვარ...
ის კი ჯიუტად ჩემს ფოტოებს
ცხვირ წინ მილაგებს...
ეს პერანგი თურმე ჩემია...
სასცილოა,
ჩრჩილის მტრობას გადარჩენია,
თუმცა ოცდაორს ითვლის წლებს და
აღარ ჩერდება...

Saturday, July 4, 2009


ახლა თუ რაიმე მიშველის,
ეს უკიდეგანო მთებია...
და ისევ სახეტიალოდ
მხარზე მოგდებული ზურგჩანთით...
არავითარი ფიქრი,
მხოლოდ გაფრენაა
ამ ბეტონოს კედლებისგან,
ქვის ადამიანებისგან,
რომლებმაც თურმე ჩემზე უკეთ იციან
რომელი გზით უნდა ვიარო,
რა უნდა ვქნა,
რას უნდა ვუსმინო,
რა ვჭამო...
როდის შევიდე აბაზანაში, ისიც კი...
და საყვედურები
გაუთავებელად...
მე კი ვცხოვრობ ჩემს
სამყაროში
რომლის კიდე,
ჩემი სულის ნაპირია.
მე ვცხოვრობ თქვენგან შორს-
შორს ღმერთისგან
და ადამიანებისგან.
მე ვფიქრობ,
როგორ შეგიძლიათ იყოთ თქვენ ასეთი
სუსტები,პირფერები,მხდალები
და მე მეცოდებით...
ჩემს სამყაროში კი ყველაფერი
მხოლოდ ჩემფერია
და ძალიან მშვიდი,მაშინაც კი, როცა
უხმოდ ვდგები,
ჩანთას მხარზე ვიგდებ,
კარს ვკეტავ
და მივდივარ თვალდახუჭული
იმედით,
რომოდესმე დავბრუნდები...

Tuesday, February 10, 2009

მე


მე
ერთ სიცოცხლეს არ ყოფნის ჩემი ჯიუტი არსება, და მაინც … "ოოოფფ უპატრონო საფლავზე წავიდეთ რა… იქ არავინ მიიტანდა პასკას და წითელ კვერცხებს… არც სანთელს… "
ზოგჯერ ვმუნჯდები ,აი ასე, ზოგჯერ უბრალოდ არ მჭირდება გვერდით არავინ, ზედმეტად ძლიერი ვარ . ზოგჯერ ,იცი, იმ მიტოვებულ საფლავს ვემსგავსები. გახსოვს? მე თამაში მიყვარდა სილით და წყლით, ვაშენებდი სასახლეებს და მერე ვანგრევდი. ასე დაუსრულებლივ... სანამ დავანგრევდი პატარა თხრილს ვარტყავდი გარშემო ,წყლით ვავსებდი მერე. ასე ვიცავდი სასახლეებს ყველაფრისგან. გარდა ერთისა- ვერ ვიცავდი საკუთარი თავისგან და ვანგრევდი. უბრალოდ არასდროს იყო სამყოფი მიწა და წყალი ,რომ დაუნგრევლად მეთამაშა. მე მყავდა შავი კნუტი.მყავდა რა, ერთხელ ქუჩაში ვიპოვე და წამოვიყვანე სახლში. საღამომდე პირსახოცში მყავდა გახვეული, მეგონა ასე გათბებოდა.რძეში ჩაყრილ პურს ვაჭმევდი. საღამოს გავუშვი. მეორე დღეს არ მოვიდა. მთელი ღამე ვდარდობდი იმაზე,რომ სადმე მანქანამ დაარტყა, თორემ მოვიდოდა, აუცილებლად მოვიდოდა.
იცი,ერთ სიცოცხლეს არ ყოფნის ჩემი ჯიუტი არსება. მაგრამ ის ყოველთვის ვიცი ,რომ შენ გაქვს პასკა და სანთელი. შენ მოხვალ და მომიხსენიებ… "აცხოვნე უფალო სული მისი".. .
წამოდი რა მიტოვებულ საფლავებზე … წამო რა… მზის ჩასვლა იქიდან ყველაზე კარგად ჩანს